აღმოაჩინეაღმოაჩინე
დაკავშირება

საიტზე მუსიკის განთავსებისათვის აუცილებელია გამოყენების პირობების დაცვა, გთხოვთ გაეცნოთ გამოყენების პირობებს და შემდეგ მიჰყვეთ ინსტრუქციას.

მუსიკის მონაცემებზე სრულყოფილი წვდომა შეგვიძლია გვქონდეს "თეგ ედითორის" საშუალებით, ასეთი პროგრამები მრავლად არსებობს მაგრამ ჩვენი რჩევაა გამოიყენოთ პროგრამა AIMP-ის რედაქტორი, ამ პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით. ჩვენი ინსტრუქციაც დაფუძნებულია AIMP-ზე.

.mp3 ფაილი უნდა იყოს 320 ბიტრეიტის (kbps) - შეამოწმეთ ფაილი spek-ის საშულებით

პროგრამის გადმოწერის შემდეგ გავუშვათ ის, ავირჩიოთ ენა...

AIMP

დავაჭიროთ გაგრძელებას, next...

AIMP

დავეთანხმოთ გამოყენების პირობებს, წაიკითხეთ თუ გსურთ...

AIMP

ავირჩიოთ სტანდარტული ინსტალაცია...

AIMP

მონიშნეთ თოლიების საშუალებით ინსტალაციის პარამეტრები, ჩვენს შემთხვევაში საჭიროა კონტექსტური მენიუს ფუნქცია, რომ მარტივად შეგვეძლოს წვდომა რედაქტორზე, დავაჭიროთ შემდეგს

AIMP

მოვაშოროთ თოლია ინსტალაციის შემდგომი ავტომატური გაშვების პარამეტრიდან და დავაჭიროთ დასრულებას

AIMP

ახლა ჩვენი მიზანია ეს პროგრამა გამოვიყენოთ მუსიკის თეგების რედაქტირებაში, ამისათვის ავიღოთ ნებისმიერი მუსიკა და გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ მაუსის მარჯვენა ღილაკის საშუალებით, AIMP-ის გასწვრივ ავირჩიოთ "Edit tags"

AIMP

მქრთალი სურათის ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და დავაჭიროთ: Edit All Fields

AIMP

AIMP

გადავიდეთ სიმღერის ტექსტის ტაბზე და ჩავსვათ მოცემული მუსიკის ტექსტი (სიმღერის ტექსტის სანახავად შეგიძლია გამოიყენოთ genius.com-ის რესურსი), შემდეგ დავაჭიროთ შენახვას (Save), თუ მუსიკა ინსტრუმენტალია მოცემულ ველში იწერება (instrumental)

AIMP

მუსიკის ტექსტის შენახვის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით საწყის გვერდზე, მოცემულ გვერდზე მუსიკის მიხედვით უნდა შევავსოთ: მუსიკის სახელი, შემსრულებელი, ალბომი, ჟანრი, წელი, ასევე მუსიკის სურათი (არტვორქი), ალბომის ატვირთვის დროს გავითვალისწინოთ ალბომში მუსიკის თანრიგის ნომერი: Track#

AIMP

ველების შევსების შემდეგ ვაჭერთ შენახავს.

AIMP

მუსიკა მზად არის ასატვირთად!

AIMP

საიტზე ატვირთვისას უნდა შევავსოთ შემდეგი ველები

AIMP

    • დასახელებაში ვწერთ მუსიკის მართებულ დასახელებას (ის ავტომატურად ჩაიწერება ფაილის არჩევის დროს)
    • სიმღერის ტექსტში ვათავსებთ იგივე ლირიკას რაც ფაილში მოვათავსეთ
    • საკვანძო სიტყვებში ვწერთ მუსიკის შესაბამის ყველა ჟანრს, ასევე ალბომის სახელს (თუ სიმღერა ეკუთვნის ქართულ ჯგუფს საკვანძო სიტყვებში ჟანრებთან ერთად იწერება - ქართულიჯგუფი || თუ სიმღერა შესრულებულია ქართულად საკვანძო სიტყვებში ჟანრებთან ერთად იწერება - ქართული)

    AIMP

    ინფორმაციის ტაბში ვუთითებთ (თუ შესაძლებელია) მუსიკის გამოშვების ზუსტ თარიღს, მუსიკის ჩამწერ სტუდიას და ყიდვის ბმულს (სავალდებულო არ არის)

    AIMP

    საჭირო ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტის რესურსები: iTunes, Discogs.com, Wikipedia, Genius.com, Amazon Music და სხვა.