ყველა .mp3 ფაილი უნდა იყოს 320 ბიტრეიტის
საიტზე ატვირთული ყველა მუსიკა უნდა ექვემდებარებოდეს გამოყენების პირობებში შესაბამის შექციაში მითითებულ ინფრომაციასფაილის მონაცემებში შეიძლება მითითებული იყოს 320 kbps მაგრამ მსგავსი ფაილი შეიძლება მაინც არ იყოს მაღალი ხარისხის ანუ ის შესაძლოა იყოს უბრალოდ კონვერტირებული 320 ბიტრეიტში
ამიტომ ჩვენ უნდა შევამოწმოთ .mp3 ფაილი, თუ ის რეალურად არის 320kbps, ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა პროგრამა spek (ჩამოტვირთეთ), რომელიც მუსიკას სპექტრუმის სახით გვიჩვენებს, სპექტრუმის სახით კი ჩვენ მარტივად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ თუ რა მაქსიმალურ სიხშირემდე აღწევს მუსიკა.
როგორ მუშაობს spek
გავუშვათ spek და ჩავლება&ჩაგდების პრინციპით მეშვეობით ჩავაგდოთ .mp3 ფაილი პროგრამაში. სპექტრუმის ანალიზის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მივხდეთ .mp3 ფაილი ნადმვილად 320 ბიტრეიტია თუ არა
თუ სპექტრუმი აღწევს 20 ჰერცამდე ესეგი ჩვენ საქმე გვაქვს 320 ბიტრეიტიან .mp3 ფაილთან

თუ სპექტრუმი აღწევს 16 ჰერცამდე ესეგი ჩვენ საქმე გვაქვს 192 ბიტრეიტიან .mp3 ფაილთან

თუ სპექტრუმი აღწევს 12 ჰერცამდე ესეგი ჩვენ საქმე გვაქვს 128 ბიტრეიტიან .mp3 ფაილთან

თუ სპექტრუმი 22 ჰერცშ შორდება მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს flac ფორმატის ფაილთან(უდანაკარგო მუსიკალური ფაილი)
