საიტზე მუსიკის განთავსებისათვის აუცილებელია გამოყენების პირობების დაცვა, გთხოვთ გაეცნოთ გამოყენების პირობებს და შემდეგ მიჰყვეთ ინსტრუქციას.
მუსიკის მონაცემებზე სრულყოფილი წვდომა შეგვიძლია გვქონდეს "თეგ ედითორის" საშუალებით, ასეთი პროგრამები მრავლად არსებობს მაგრამ ჩვენი რჩევაა გამოიყენოთ პროგრამა AIMP-ის რედაქტორი, ამ პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით. ჩვენი ინსტრუქციაც დაფუძნებულია AIMP-ზე..mp3 ფაილი უნდა იყოს 320 ბიტრეიტის (kbps) - შეამოწმეთ ფაილი spek-ის საშულებით
პროგრამის გადმოწერის შემდეგ გავუშვათ ის, ავირჩიოთ ენა...

დავაჭიროთ გაგრძელებას, next...

დავეთანხმოთ გამოყენების პირობებს, წაიკითხეთ თუ გსურთ...

ავირჩიოთ სტანდარტული ინსტალაცია...

მონიშნეთ თოლიების საშუალებით ინსტალაციის პარამეტრები, ჩვენს შემთხვევაში საჭიროა კონტექსტური მენიუს ფუნქცია, რომ მარტივად შეგვეძლოს წვდომა რედაქტორზე, დავაჭიროთ შემდეგს

მოვაშოროთ თოლია ინსტალაციის შემდგომი ავტომატური გაშვების პარამეტრიდან და დავაჭიროთ დასრულებას

ახლა ჩვენი მიზანია ეს პროგრამა გამოვიყენოთ მუსიკის თეგების რედაქტირებაში, ამისათვის ავიღოთ ნებისმიერი მუსიკა და გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ მაუსის მარჯვენა ღილაკის საშუალებით, AIMP-ის გასწვრივ ავირჩიოთ "Edit tags"

მქრთალი სურათის ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და დავაჭიროთ: Edit All Fields


გადავიდეთ სიმღერის ტექსტის ტაბზე და ჩავსვათ მოცემული მუსიკის ტექსტი (სიმღერის ტექსტის სანახავად შეგიძლია გამოიყენოთ genius.com-ის რესურსი), შემდეგ დავაჭიროთ შენახვას (Save), თუ მუსიკა ინსტრუმენტალია მოცემულ ველში იწერება (instrumental)

მუსიკის ტექსტის შენახვის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით საწყის გვერდზე, მოცემულ გვერდზე მუსიკის მიხედვით უნდა შევავსოთ: მუსიკის სახელი, შემსრულებელი, ალბომი, ჟანრი, წელი, ასევე მუსიკის სურათი (არტვორქი), ალბომის ატვირთვის დროს გავითვალისწინოთ ალბომში მუსიკის თანრიგის ნომერი: Track#

ველების შევსების შემდეგ ვაჭერთ შენახავს.

მუსიკა მზად არის ასატვირთად!

საიტზე ატვირთვისას უნდა შევავსოთ შემდეგი ველები

- • დასახელებაში ვწერთ მუსიკის მართებულ დასახელებას (ის ავტომატურად ჩაიწერება ფაილის არჩევის დროს)
- • სიმღერის ტექსტში ვათავსებთ იგივე ლირიკას რაც ფაილში მოვათავსეთ
- • საკვანძო სიტყვებში ვწერთ მუსიკის შესაბამის ყველა ჟანრს, ასევე ალბომის სახელს (თუ სიმღერა ეკუთვნის ქართულ ჯგუფს საკვანძო სიტყვებში ჟანრებთან ერთად იწერება - ქართულიჯგუფი || თუ სიმღერა შესრულებულია ქართულად საკვანძო სიტყვებში ჟანრებთან ერთად იწერება - ქართული)

ინფორმაციის ტაბში ვუთითებთ (თუ შესაძლებელია) მუსიკის გამოშვების ზუსტ თარიღს, მუსიკის ჩამწერ სტუდიას და ყიდვის ბმულს (სავალდებულო არ არის)

საჭირო ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტის რესურსები: iTunes, Discogs.com, Wikipedia, Genius.com, Amazon Music და სხვა.